Sunday, June 4, 2017

მე-9 დღე

ჩემი პორექტის პორტფოლიო - " ტყე და ადამიანები"

  ამ ტრენინგის გავლით შევიძინეთ ახალი ცოდნა,იმის შესახებ თუ როგორ დავგეგმოთ პროექტები.ვისწავლეთ ურთიერთთანამშრომლობა,ურთიერთშეფასება.ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვის გზები.ვისწავლეთ აგრეთვე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტს სასწავლო პროცესში.
    ამ მოდულში ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
გავეცანით თუ რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მოსწავლე .შევქმენით სასწავლო პროექტის  პორტფოლიო.
 ეს ტრენინგი იყო მრავლისმომცველი ჩვენი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.



მერვე დღე

მეშვიდე მოდულის გაცნობამ დამაფიქრა რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტურად დასმული საკვანძო შეკითხვა.კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკვანძო კითხვები,მივიღეთ უკუკავშირი,რის შედეგადაც მოვახდინე ცვლილება გეგმაში საკვანძო კითხვებთან მიმართებაში.შესაბამისად ცვლილება შევიტანე პროცედურებში.

გავეცანი პასილიტაციის ნიმუშებს,რომელიც დამეხმარა შემექმნა საკუთარ პროექტზე მორგებული ფასილიტაციის ნიმუში.

Thursday, May 25, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-ჩეკლისტი



მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით:
ჩვენ შევქმენით ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო,ჟურნალი,სქემა,რომელშიც მოცემულია კონკრეტულად ინსტრუქცია,არის მინიშნებები რომლის წაკითხვის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს რომ ეს სავარჯიშო შეასრულოს,განივითაროს თვითრეგულირების უნარი.
გეგმის შაბლონში  სევიტანე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი,ნიჭიერი და სსსმ ბავშვებისათვის.ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის და მზაობის ბავშვი ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.

მეექვსე დღე

      მიმდინარე მოდული დამეხმარაგამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
      პორტფოლიოს რუბრიკა დამეხმარა ჩემი კოლეგის მოსწავლის ნაშრომი შემეფასებინა განმავითარებელი კომენტარით.

       ვიუვერში ვნახე შეფასების და ინსტრუმენტების აღწერა.პროექტის გეგმის შაბლონში გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი ჩემ მიერ დაგეგმილი შეფასების მეთოდების მიხედვით.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის გამოვიყენე რუბრიკა,ჩეკლისტი რომელსაც ადაპტირებას გავუკეთებ და შევქმნი შეფასების ინსტრუმენტს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესაფასებლად.

Saturday, May 20, 2017

მეხუთე დღე

გავეცანით კოლეგის პროექტის პრეზენტაციას და განმავითარებელი კომენტარი მივეცით კოლეგებს.საავტორო უფლებების დასაცავად შევიტანეთ ინფორმაცია ,,საავტორო უფლებების მარტივ შაბლონში’’.გავეცანით სხვადასხვა საძიებო სისტემებს.

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ელექტრონულ ფორმატში.ვისწავლეთ თუ როგორ მივცეთ ერთმანეთს უკუკავშირი რუბრიკების გამოყენებით.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, May 14, 2017

მეოთხე დღე


ეს პროექტი დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.დამეხმარა მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაში.დამეხმარა აგრეთვე სწორი მიმართულება მივცე მოსწავლეებს პროგრესის მონიტორინგში.
დღეს მოვახდინე აგრეთვე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
ჩემი პროექტის პრეზენტაცია.